ეკატერინე ტიკარაძე - ამ ეტაპისთვის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე გარკვეულ გადაცდომებთან დაკავშირებით საუბარი გაგვიჭირდება, ველოდებით დასკვნას
ეკატერინე ტიკარაძე - ამ ეტაპისთვის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე გარკვეულ გადაცდომებთან დაკავშირებით საუბარი გაგვიჭირდება, ველოდებით დასკვნას

ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე გარკვეულ გადაცდომებთან დაკავშირებით საუბარი გაგვიჭირდება, ველოდებით დასკვნას, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო და მარეგულირებელი ელოდება. ეს გახდება ერთ-ერთი მთავარი პირობა იმისთვის, რომ ჩვენმა ექსპერტებმა უკვე იმსჯელონ იმ შესაძლო გადაცდომების შესახებ, თუ ასეთი რამ ზოგადად იყო. თუმცა, ამ ეტაპისთვის, ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, იქ გარკვეულ გადაცდომებზე საუბარი ალბათ გაგვიჭირდება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.