ეკატერინე ტიკარაძე - ამ ეტაპისთვის გვაქვს რესურსი, არ ვისაუბროთ ჩაკეტვებზე, თუმცა თითოეული მოქალაქის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანია
ეკატერინე ტიკარაძე - ამ ეტაპისთვის გვაქვს რესურსი, არ ვისაუბროთ ჩაკეტვებზე, თუმცა თითოეული მოქალაქის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანია

ამ ეტაპისთვის გვაქვს რესურსი, რომ ლოკალურად ღონისძიებებით მიღებული მაღალი შედეგიდან გამომდინარე, არ ვისაუბროთ ჩაკეტვებზე, თუმცა თითოეული მოქალაქის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვნად არის გააქტიურებული შრომის ინსპექციის მუშაობა. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მოქალაქეების ჩართულობას ყველა იმ წესის აღსრულებაში, რათა არ გავხდეთ იძულებული, ინფექციის გავრცელების გამო გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს. ამ ეტაპისთვის ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ ლოკალურად ღონისძიებების გააქტიურებით მიღებული მაღალი შედეგიდან გამომდინარე არ ვისაუბროთ ჩაკეტვებზე, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

დატოვე კომენტარი