ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის „ომიკრონზე“ 15 საეჭვო შემთხვევის კვლევა მიმდინარეობს
ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის „ომიკრონზე“ 15 საეჭვო შემთხვევის კვლევა მიმდინარეობს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში „ომიკრონის“ 24 დადასტურებული შემთხვევაა.

როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკური სექტორი მობილიზებულია და გამოწვევებს უმკლავდება.

„ამ დროისთვის „ომიკრონით“ ინფიცირების 24 დადასტურებული შემთხვევაა. 15 შემთხვევა არის კვლევაში და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ჩვეული გამჭვირვალობით გააგრძელებს ამასთან დაკავშირებით კომუნიკაციას. რაც შეეხება ჰოსპიტალური სექტორს, ის არის მზად. კლინიკური ჯგუფები, როგორც ადრე, ახლაც ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ პაციენტების ნაკადის მართვასთან დაკავშირებით. პირველადი ჯანდაცვა არის სრულად მობილიზებული, რომ ჰქონდეს დროული რეაგირება, სისტემა ადეკვატურად პასუხობს გამოწვევებს და დარწმუენებული ვარ, ასე გაგრძელდება“, – განაცხადა ტიკარაძემ.