ეკატერინე ტიკარაძე - აღდგომამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე გვექნება ზუსტი ინფორმაცია, რა გეგმა იქნება დღესასწაულებთან მიმართებაში
ეკატერინე ტიკარაძე - აღდგომამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე გვექნება ზუსტი ინფორმაცია, რა გეგმა იქნება დღესასწაულებთან მიმართებაში

აღდგომის პერიოდამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, გვექნება ზუსტი ინფორმაცია, რა იქნება გეგმა დღესასწაულებთან მიმართებაში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეზღუდვებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე საბჭოს არ უმსჯელია.

„რაც შეეხება შეზღუდვებს, ამ ეტაპისთვის საბჭოს არ უმსჯელია შეზღუდვებთან დაკავშირებით. თუმცა იცით, რომ საქართველოს რამდენიმე რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს ეპიდკვლევები რითაც ჩვენ იმედი გვაქვს, შევძლებთ შეზღუდვების გარეშე დავძლიოთ ის მომატებული ინფექციის რაოდენობა და გავაკონტროლოთ, რომელიც დღეს ქვეყანაში შეიმჩნევა.

დღეს ცოტა ადრეა მსჯელობა, თუ რა იქნება სააღდგომოდ, ვინაიდან ამ ეტაპისთვის ჩვენი მხრიდან მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. თუმცა ინფექციის ზრდა ფიქსირდება და ალბათ, დაახლოებით ერთი კვირით ადრე აღდგომის პერიოდამდე, გვექნება ზუსტი ინფორმაცია, თუ რა იქნება გეგმა დღესასწაულებთან მიმართებაში“, – განაცხადა ტიკარაძემ.