ეკატერინე ტიკარაძე „აფხაზეთობის“ კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო

19:23, 20.05.2021

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი „აფხაზეთობის“ კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ.

„მზიურის“ პარკის ტერიტორიაზე ფოტოგამოფენა – „კადრები აფხაზეთიდან“ მოეწყო და აფხაზეთის სახელმწიფო კაპელის კონცერტი გაიმართა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით, 23 მაისს, წმინდა სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, „აფხაზეთობა“ აღინიშნება.

მსგავსი