ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ სპორტის სასახლის შენობაში საველე ჰოსპიტლის განთავსება ამ ეტაპზე არ განიხილება

12:05, 21.10.2020

სპორტის სასახლის შენობაში საველე ჰოსპიტლის განთავსება ამ ეტაპზე არ განიხილება, – ასე უპასუხა მინისტრმა ჟურნალისტის კითხვას, განიხილება თუ არა სამომავლოდ საველე ჰოსპიტლების განთავსება, მათ შორის – სპორტის სასახლეში.

„არ განიხილება ეს ინფორმაცია, თუმცა ამის მსურველი ძალიან ბევრია. მაგრამ პაციენტების კომფორტიდან გამომდინარე, ვინაიდან ჩვენ ვიცით მოსახლეობის განსაკუთრებული მიდგომა კომფორტთან მიმართებაში, ამ ინფორმაციას ამ ეტაპზე არ განვიხილავთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი