ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შესაბამისი სტანდარტების დაკმაყოფილების შემდეგ აღდგება
ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შესაბამისი სტანდარტების დაკმაყოფილების შემდეგ აღდგება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა შესაბამისი სტანდარტების დაკმაყოფილების შემდეგ მოხდება.

კონკრეტული რეკომენდაციები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯერ სამინისტროს არ აქვს, თუმცა, მინისტრის თქმით, ამ თემაზე მუშაობა მიმდინარეობს.

„საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება მიმდინარეობს. დღესდღეობით კონკრეტულ რეკომენდაციებზე ჩვენ შეთანხმებული არ ვართ. როგორც მოგეხსენებათ, ამ ინტენსიური კომუნიკაციების შემდეგ, იმის გათვალისწინებით, რომ არ უნდა შეიქმნას გარკვეული ეპიდსიტუაციის გაუარესება და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, მხოლოდ სრული სტანდარტებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ მოხდება ტრანსპორტის ამოქმედება“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.