ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ სამუშაო ადგილებზე ლეტალობის მაჩვენებელი 24 პროცენტით შემცირდა
ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ სამუშაო ადგილებზე ლეტალობის მაჩვენებელი 24 პროცენტით შემცირდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უბედური შემთხვევების დინამიკამ იკლო, რაც მისივე განმარტებით, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორს თანამშრომლობის შედეგია.

მინისტრის განცხადებით, შრომის პირობების ინსპექტირება ახალ საფეხურზე 2021 წლის იანვრიდან გადადის.

„სწორედ სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის შედეგია, რომ კვლავ ვინარჩუნებთ დადებით დინამიკას სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევების კუთხით: სამუშაო ადგილებზე ლეტალობის მაჩვენებელი 24 პროცენტით შემცირდა, დაშავებულთა რაოდენობა 16 პროცენტით. 2021 წლის პირველი იანვრიდან შრომის პირობების ინსპექტირება ქვეყანაში ახალ საფეხურზე გადადის“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.