ეკატერინე ტიკარაძე - ორსულებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად არის შემცირებული
ეკატერინე ტიკარაძე - ორსულებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად არის შემცირებული

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ორსულებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად არის შემცირებული.

მისივე თქმით, ორსულს, რომელსაც ჰოსპიტალში მკურნალობა ესაჭიროება, მაქსიმალურად ექცევა ყურადღება. როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, კოვიდინფიცირებული ორსულების ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად პროცესში ყველა წამყვანი სპეციალისტია ჩართული.

„ორსულებში ინფიცირება მნიშვნელოვნად შემცირებულია. აღსანიშნავია, რომ ჰოსპიტალში ყურადღებას რომელი ორსულებიც საჭიროებენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში ჩართულია ყველა წამყვანი სპეციალისტი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

დატოვე კომენტარი