ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები „ფაიზერის“ ვაქცინის დაჩქარებულ ვადებში მოწოდებაზეც
ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები „ფაიზერის“ ვაქცინის დაჩქარებულ ვადებში მოწოდებაზეც

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა მიღწეული იქნას შეთანხმება „ფაიზერის“ ვაქცინის დაჩქარებულ ვადებში მოწოდებაზეც.

„შემდეგი არის „ფაიზერის“ ვაქცინა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა მიღწეული იქნას შეთანხმება, რომ „ფაიზერის“ ვაქცინის შემოტანაც დაჩქარდეს. „ფაიზერის“ შემოტანის ვადები არ გადახედილა, პირიქით, ჩვენ ვმუშაობთ იმასთან დაკავშირებით, რომ რაც შეიძლება დაჩქარებულად მოხდეს ვაქცინების შემოტანა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მანამდე, ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინა დაჩქარებულ ვადაში შემოვა. კერძოდ, საქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინას 13 მარტიდან მიიღებს.