ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ აჭარის კოვიდსასტუმროებში პაციენტებს ჟანგბადის კონცენტრატებით მკურნალობენ და ეს მოდელი თბილისშიც დაინერგება
ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ აჭარის კოვიდსასტუმროებში პაციენტებს ჟანგბადის კონცენტრატებით მკურნალობენ და ეს მოდელი თბილისშიც დაინერგება

ჩვენი მთავარი ამოცანაა, ეფექტურად ვმართოთ კორონავირუსის ყველა შემთხვევა. მოვახდინოთ სწორი ე.წ. ტრიაჟი ყველა იმ პაციენტის, ვისაც ესაჭიროება კლინიკაში განთავსება, სასტუმროში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა, თუ ბინაზე დატოვება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კოვიდსასტუმროებში კლინიკური მართვის მოდელი უმჯობესდება.

„სასტუმროებში კლინიკური მართვის მოდელს ვაუმჯობესებთ. გვაქვს გარკვეული მაგალითები აჭარაში, როდესაც სასტუმროებში ჟანგბადის კონცენტრატებით უზრუნველვყოფდით პაციენებისთვის საჭირო მკურნალობის ჩატარებას, ეს მოდელი ასევე წარმატებით დაინერგება თბილისში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.