ეკატერინე ტიკარაძე - აჭარისა და გურიის რეგიონებში, სადაც ტურისტების რაოდენობის მაღალ მატებას ველოდებით, ვაქცინაციისთვის ბრიგადების შესაბამისი რაოდენობა იქნება მობილიზებული
ეკატერინე ტიკარაძე - აჭარისა და გურიის რეგიონებში, სადაც ტურისტების რაოდენობის მაღალ მატებას ველოდებით, ვაქცინაციისთვის ბრიგადების შესაბამისი რაოდენობა იქნება მობილიზებული

მთელი საქართველოს მასშტაბით დღესდღეობით 350-მდე ბრიგადაა მობილიზებული. დედაქალაქში იყო საკმაოდ მაღალი აქტივობა, მაგრამ ზაფხულის პერიოდში ტურისტული მიგრაციიდან გამომდინარე, აქტივობა შესაძლოა, გადანაცვლებული იყოს სხვადასხვა ტურისტულ რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველგან, სადაც საჭიროა, ვაქცინაციისთვის ბრიგადების შესაბამისი რაოდენობა იქნება მობილიზებული.

„მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ ძალიან აქტიური და კეთილსაიმედოა ჩვენი კოლეგების ჩართულობა კერძო სექტორის მხრიდან. ისინი სრულ მზადყოფნაში იმყოფებიან. მთელი საქართველოს მასშტაბით დღესდღეობით 350-მდე ბრიგადაა მობილიზებული. დედაქალაქში იყო საკმაოდ მაღალი აქტივობა, მაგრამ ზაფხულის პერიოდში ტურისტული მიგრაციიდან გამომდინარე, აქტივობა შესაძლოა, გადანაცვლებული იყოს სხვადასხვა ტურისტულ რეგიონში.

ჩვენი ამოცანაა, იქაც ბრიგადების შესაბამისი რაოდენობა გვქონდეს მობილიზებული, რათა მოხდეს ნაკადებისთვის ვაქცინების უწყვეტი მომარაგება. სწორედ ამ სტრატეგიას მივყვებით. ასევე საკმაოდ მაღალი მობილიზაცია იქნება აჭარის, გურიის რეგიონში და ყველა სხვა ლოკაციაზე, სადაც ჩვენ ველოდებით შიდა ტურიზმის მაღალ მატებას. დღესდღეობით, დამატებით ვახორციელებთ ყველა იმ ობიექტზე ზედამხედველობას, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული პროცესში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დატოვე კომენტარი