ეკატერინე ტიკარაძე - აჭარის რეგიონს საქართველოს მასშტაბით, საწოლფონდის დაფარვის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს
ეკატერინე ტიკარაძე - აჭარის რეგიონს საქართველოს მასშტაბით, საწოლფონდის დაფარვის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს

აჭარის რეგიონი საქართველოს მასშტაბით, არის ერთ-ერთი და ერთადერთი რეგიონი, რომელსაც აქვს საწოლფონდის დაფარვის საუკეთესო მაჩვენებლი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, აჭარაში საწოლების დამატება იგეგმება.

„აჭარის რეგიონი საქართველოს მასშტაბით, არის ერთ-ერთი და ერთადერთრი რეგიონი, რომელსაც აქვს საწოლფონდის დაფარვის საუკეთესო მაჩვენებლი. მიუხედავად ამისა, აჭარაში კიდევ იგეგმება საწოლფონდის დამატება, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი კომპონენტია ის, რომ ასევე ვმუშაობთ პაციენტების სასტუმროებში და ბინაზე გაწერებში. ვიცით, თუ რა არის საღამოს ოთხი საათისთვის ჩვენი ტაქტიკა და ვიცით ის მოლდინი, რითაც შეივსება და დაიტვირთება ეს საწოლები“, – განაცხადა ტიკარაძემ.