ეკატერინე ტიკარაძე - აჭარაში ლაბორატორიების სიმძლავრეები გარკვეული მოცულობისაა და არავის უნდა ეგონოს, რომ ექვს თვეში ჯანდაცვა რადიკალურად აღორძინდებოდა
ეკატერინე ტიკარაძე - აჭარაში ლაბორატორიების სიმძლავრეები გარკვეული მოცულობისაა და არავის უნდა ეგონოს, რომ ექვს თვეში ჯანდაცვა რადიკალურად აღორძინდებოდა

აჭარაში ლაბორატორიების სიმძლავრეები გარკვეული მოცულობისაა და არავის უნდა ეგონოს, რომ ექვს თვეში ჯანდაცვა რადიკალურად აღორძინდებოდა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ტესტირებასთან დაკავშირებული პრობლემები უკვე აღმოფხვრილია და ნიმუშების პასუხების მიღება 24 საათის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

„ტესტირებასთან დაკავშირებით დასახელებული იყო პრობლემები, ვინადიდან აჭარაში ლაბორატორიების სიმძლავრეები გარკვეული მოცულობისაა და არავის უნდა ეგონოს, რომ ექვს თვეში ჯანდაცვის რადიკალური ცვლილება და აღორძინება მოხდებოდა. ეს არის წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემატიკა, ამიტომ აქ საჭიროა პრაგმატულობა და სწორად დაგეგმილი ნაბიჯები.

დღესდღეობით ტესტირებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები აღმოფხვრილია, მათი ლოჯისტიკა შესაბამის ლაბორატორიებში მოხდება და აქ შევთანხმდით, რომ დაყოვნება ტესტის აღებასა და პასუხს შორის 24 საათის განმავლობაში შენარჩუნდეს. ეს პრობლემა მოგვარდება უახლოეს პერიოდში და ხვალ დილისთვის ველოდებით შედეგს“, – განაცხადა ტიკარაძემ.