ეკატერინე ტიკარაძე - 60 წელს ზემოთ მოქალაქეები მაქსიმალურად თუ არ აიცრნენ, ჰოსპიტალებიც გადაიტვირთება და ლეტალობაც მაღალი იქნება
ეკატერინე ტიკარაძე - 60 წელს ზემოთ მოქალაქეები მაქსიმალურად თუ არ აიცრნენ, ჰოსპიტალებიც გადაიტვირთება და ლეტალობაც მაღალი იქნება

ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა რეგიონებში პირველადი ჯანდაცვის ექიმებთან. მათ მიცემული აქვთ მითითებები, როგორი უნდა იყოს მათი კომუნიკაცია მოსახლეობასთან. ასევე, ჩვენ გვაქვს ზუსტი ხედვა, რომელ რეგიონში და რომელ უბანზე არის დაბალი აქტივობა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ აღნიშნული მითითებებით ხელმძღვანელობენ პირველადი ჯანდაცვის ექიმები.

„მნიშვნელოვანია, მათი გააქტიურებით მოხდეს ვაქცინაციის ტემპის გაზრდა. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ 60 წელს ზემოთ მოსახლეობის საკმაოდ მცირე ნაწილია ვაქცინირებული. ჩვენთვის კრიტიკული არის სწორედ ამ ასაკის მოსახლეობის აცრა, ვინაიდან სწორედ ამ ჯგუფში არის მაღალი ჰოსპიტალიზაცია, რეანიმაციაში მოთავსება და ლეტალობა. თუ არ მოხდა ამ ჯგუფის მაქსიმალური მოცვა შემდგომი ტალღის პერიოდშიც, მიუხედავად იმისა, რა მაჩვენებელი გვექნება ჩვენ შედარებით ახალგაზრდების ჯგუფში, მაინც გვექნება გადატვირთული ჰოსპიტალები და საკმაოდ მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი. დღესდღეობით, 60 წლის ზემოთ მოსახლეობაში ვაქცინაციის მაჩვენებელი არის მხოლოდ 21%, რაც ნამდვილად ძალიან დაბალია“, – განაცხადა ტიკარაძემ.