ეკატერინე მიქაბაძე - საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი მდგრადობით ხასიათდება
ეკატერინე მიქაბაძე - საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი მდგრადობით ხასიათდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი, რეგიონის ქვეყნებისგან განსხვავებით, მდგრადობით ხასიათდება.

ეკა მიქაბაძის თქმით, თებერვალში 4.6 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.

„საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი მდგრადობით ხასიათდება რეგიონის ქვეყნებისგან განსხვავებით. ეს სწორედ იმ სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის, კერძოდ ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შედეგია, რომელსაც საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი ახორციელებენ. ასევე იმ რეფორმებიდან გამომდინარეობს, რომლებიც საგარეო მოწყვლადობის შემცირებას, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას და თითოეული მოქალაქისთვის ეკონომიკური აქტივობაში ჩართვის თანაბრობას უზრუნველყოფს“, – აცხადებს ეკატერინე მიქაბაძე.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის თებერვალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 4.6 პროცენტი შეადგინა.