თებერვალში ეკონომიკა წლიურად 4,6 პროცენტით გაიზარდა
თებერვალში ეკონომიკა წლიურად 4,6 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის თებერვალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 4.6 პროცენტი შეადგინა.

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, იანვარ-თებერვლის საშუალო რეალური ზრდა 4.1 პროცენტით განისაზღვრა.

უწყების ცნობით, 2019 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა დამამუშავებელ მრეწველობაში, ვაჭრობაში, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევის დარგებში. ამასთან,  კლება დაფიქსირდა მშენებლობის დარგში.

მთავრობის პროგნოზით, წლის ბოლოსთვის ეკონომიკურმა ზრდამ 4,5 პროცენტს უნდა მიაღწიოს.