ეკატერინე მიქაბაძე - პენსიების ოთხას ლარამდე ზრდა ბიუჯეტში თითქმის ორი მილიარდი ლარის მობილიზებას ნიშნავს, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია
ეკატერინე მიქაბაძე - პენსიების ოთხას ლარამდე ზრდა ბიუჯეტში თითქმის ორი მილიარდი ლარის მობილიზებას ნიშნავს, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია

პენსიების ზრდა ოთხას ლარამდე ნიშნავს ბიუჯეტში დამატებით მილიარდ ცხრაასი მილიონი ლარის მობილიზებას, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ დაპირება პენსიის 400 ლარამდე გაზრდის საკითხზე კომეტირებისას განაცხადა.

როგორც ეკატერინე მიქაბაძემ აღნიშნა, 400 ლარამდე პენსიის გაზრდის შემთხვევაში სახელმწიფო ხელფასები აღარ უნდა გადაუხადოს ჯარისკაცებს, მასწავლებლებს, პოლიციას და სხვა ნებისმიერ მოხელეს, რომელიც ბიუჯეტიდან იღებს ხელფასს.

„ხელისუფლებას უკვე დაანონსებული, უფრო მეტიც ბიუჯეტში გათვალისწინებული აქვს პენსიის ზრდა 20-20 ლარით 2019 და 2020 წელს. ამასთან, უკვე საკანონმდებლო დონეზეა უზრუნველყოფილი იმის გარანტია, რომ ამის შემდეგ პენსიები გაიზრდება სპეციალური მექანიზმის მეშვეობით, რაც შემოსავლების ზრდასთან მიბმას ნიშნავს, შესაბამისად პენსია მუდმივად გაიზრდება”, – განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.