ეკატერინე მიქაბაძე - ბიზნესისთვის საუკეთესო ევროპულ ქვეყანათა რეიტინგში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესება დასტურია, რომ მთავრობა სწორ პოლიტიკას ახორციელებს
ეკატერინე მიქაბაძე - ბიზნესისთვის საუკეთესო ევროპულ ქვეყანათა რეიტინგში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესება დასტურია, რომ მთავრობა სწორ პოლიტიკას ახორციელებს

ბიზნესისთვის საუკეთესო ევროპულ ქვეყანათა რეიტინგში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესება, კიდევ ერთი დასტურია, რომ ქვეყნის მთავრობა სწორ პოლიტიკას ახორციელებს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა.

„ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს სწორ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებისა და ბიზნესისთვის ხელშემწყობი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფისკენ“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ბიზნესისთვის საუკეთესო ევროპული ქვეყნების სიაში საქართველო 46 ქვეყანას შორის მე-18 ადგილზეა. კვლევა სახელწოდებით „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2018“ ევროპის პალატამ გამოაქვეყნა.  რეიტინგში საქართველო გასულ წელთან შედარებით ორი ადგილით დაწინაურდა.