ეკატერინე მიქაბაძე - „აწარმოე საქართველო“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის
ეკატერინე მიქაბაძე - „აწარმოე საქართველო“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის

ეკონომიკისა და მდგრადის განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე მიიჩნევს, რომ პროგრამას „აწარმოე საქართველო“ ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის.

როგორც მან პირველ არხს განუცხადა, „აწარმოე საქართველო“ ერთ-ერთი ყველაზე ღია და გამჭვირვალე პროგრამაა.

„აწარმოე საქართველო“ და მის ფარგლებში არსებული პროგრამები ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტია მცირე და საშუალო ბიზნესის  განვითარებისთვის. საკმაოდ კარგი შედეგები აქვს „აწარმოე საქართველოს“ და ახალი, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის დამატება ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება კერძო სექტორის ზრდისთვის“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება გამჭვირვალობას, ამ მიმართულებით სრულიად გახსნილია „აწარმოე საქართველო“ და შესაბამისი შედეგების დეკლარირება გარანტირებული პროცესია. საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმიც ძალიან გამჭირვალე, ანგარიშვალდებული იქნება და საზოგადოება დეტალურ ინფორმაციას მიიღებს ამ პროგრამის ფუნქციონირების პერიოდში“, – განაცხადა მიქაბაძემ.

მისი თქმით, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი, „აწარმოე საქართველოს“ ერთ-ერთი ინსტრუმენტი იქნება. მომდევნო წლის ბიუჯეტში თანხა უკვე ჩადებულია და პროექტზე მუშაობა სავარაუდოდ, ორ თვეში დასრულდება. მექანიზმი  2019 წელს ამოქმედდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბიუჯეტში 20 მლნ ლარი სწორედ საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ამოქმედებისთვისაა გათვალისწინებული.