ეკატერინე გორგოძის დეჟავიუ - იმავე ანგარიშით იმავე მეტოქესთან ისევ ნახევარფინალში წაგება
ეკატერინე გორგოძის დეჟავიუ - იმავე ანგარიშით იმავე მეტოქესთან ისევ ნახევარფინალში წაგება

ქართველმა ჩოგბურთელმა, მსოფლიოს 359-ე ჩოგანმა ეკატერინე გორგოძემ ესპანეთის ქალაქ ნულესში, ITF-ის სერიის ტურნირის ფინალში გასვლა ვერ შეძლო.

გორგოძე ფინალში გასასვლელად მსოფლიოს 271-ე ჩოგანს, ავსტრალიელ იზაბელ უოლასს შეხვდა და 4:6, 3:6 წააგო. აღსანიშნავია, რომ ეს ჩოგბურთელი ქართველისთვის გადაულახავი ბარიერი აღმოჩნდა. საქმე ისაა, რომ ზუსტად ერთი კვირის წინ, კიდევ ერთ ესპანურ ტურნირზე ეს ჩოგბურთელები ასევე ნახევარფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინაც, უოლასმა 6:4, 6:3 მოიგო.

გორგოძემ ნულესში სამი მატჩი მოიგო: ჯერ რუსი ქსენია შარიფოვა დაამარცხა – 6:1, 6:4, შემდეგ სლოვაკ შანტალ სკამლოვას მოუგო – 6:3, 6:7(6), 6:4, მეოთხედფინალში კი 6:4, 6:2 გაუსწორდა ნორვეგიელ ულრიკე აიკერს.

ნულესის ტურნირის საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი.