ეკატერინე გორგოძემ წყვილთა თანრიგში შვეიცარიის ტურნირი მოიგო #1TVSPORT
ეკატერინე გორგოძემ წყვილთა თანრიგში შვეიცარიის ტურნირი მოიგო #1TVSPORT

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ წარმატებით დაასრულა შვეიცარიის 60 ათასიანი ტურნირი. ის წყვილთა თანრიგში ყაზახ ანა დანილინასთან ერთად გამოდიოდა.

მათ ფინალამდე დამაჯერებლად მიაღწიეს, გადამწყვეტ მატჩში კი მასპინძელ შვეიცარიელებს დაუპირისპირდნენ.

დუერსტისა და სკილიპოტის დუეტმა ღირებული წინააღმდეგობა ვერ გაუწია ქართულ-ყაზახურ წყვილს, რომელმაც ორ სეტში ერთნაირი ანგარიშით, 6:2, 6:2 მოიგო.