დუბაიში მიმდინარე ტურნირზე ეკატერინე გორგოძემ წყვილთა თანრიგში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა
დუბაიში მიმდინარე ტურნირზე ეკატერინე გორგოძემ წყვილთა თანრიგში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

7 დეკემბერს დუბაიში კიდევ ერთმა ჩოგბურთის ტურნირმა აიღო სტარტი, სადაც ეკატერინე გორგოძე ინდოელ ანკიტა რაინასთან ერთად იღებდა მონაწილეობას.

გორგოძემ და მისმა მეწყვილემ ფინალში კაია იუვანი და ალიოვა ბოლშოვა დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს. მათ ფინალის მოსაგებად 3 სეტი დასჭირდათ, საბოლოო ჯამში კი 6:4, 3:6, 10:6 გაიმარჯვეს.

ფინალამდე გორგოძემ და რაინამ ნახევარფინალურ ეტაპზე ანა ბლინკოვასა და ჰეზერ უოტსონის წყვილს აჯობეს (6:7, 6:3, 10:2).