ეკატერინე გორგოძე ესპანეთის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა
ეკატერინე გორგოძე ესპანეთის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა

მსოფლიოს 359-ე ჩოგანმა ეკატერინე გორგოძემ ესპანეთის ქალაქ ნულესში ITF-ის სერიის ტურნირზე სამი ბარიერი გადალახა და ნახევარფინალში გავიდა. პარასკევს ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირზე მესამე ნომრად განთესილ ნორვეგიელს ულრიკე აიკერს მოუგო ორ სეტში – 6:4, 6:2. შეხვედრა საათსა და 13 წუთს გრძელდებოდა.
შაბათს, გორგოძე ფინალში გასასვლელად მსოფლიოს 271 ჩოგანს, ავსტრალიელ იზაბელ უოლასს შეხვდება.
ნულესის ტურნირის საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარია. აიკერამდე გორგოძემ ჯერ რუსი ქსენია შარიფოვა დაამარცხა – 6:1, 6:4, შემდეგ კი, სლოვაკ შანტალ სკამლოვას მოუგო – 6:3, 6:7(6), 6:4.