ქართველმა ჩოგბურთელმა, ეკატერინე გორგოძემ ამერიკის ღია პირველობაზე გამოსვლა დაასრულა.
ქალთა ტურნირის კვალიფიკაციის ნახევარფინალში გორგოძე კანადელ ეჟენი ბუშარს ხვდებოდა და მეტოქისთვის ძლიერი წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო. ჩრდილოამერიკელს საათიც არ დასჭირდა მოსაგებად – 6:1, 6:2 58 წუთში.
ჩოგბურთელებმა პირველი სეტის სტარტზე ბრეიკები გაცვალეს, რის შემდეგაც კანადელმა თამაშზე სრული კონტროლი დაამყარა და მომდევნო 12 გეიმში ათის მოგება მოახერხა. სულ ბუშარს ცხრა ბრეიკპოინტი ჰქონდა და ხუთი გამოიყენა, გორგოძემ – სამიდან ერთი.