ეკატერინე გორგოძე აშშ-ის ღიას ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
ეკატერინე გორგოძე აშშ-ის ღიას ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

ქართველმა ჩოგბურთელმა, ეკატერინე გორგოძემ ამერიკის ღია პირველობაზე გამოსვლა დაასრულა.

ქალთა ტურნირის კვალიფიკაციის ნახევარფინალში გორგოძე კანადელ ეჟენი ბუშარს ხვდებოდა და მეტოქისთვის ძლიერი წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო. ჩრდილოამერიკელს საათიც არ დასჭირდა მოსაგებად – 6:1, 6:2 58 წუთში.

ჩოგბურთელებმა პირველი სეტის სტარტზე ბრეიკები გაცვალეს, რის შემდეგაც კანადელმა თამაშზე სრული კონტროლი დაამყარა და მომდევნო 12 გეიმში ათის მოგება მოახერხა. სულ ბუშარს ცხრა ბრეიკპოინტი ჰქონდა და ხუთი გამოიყენა, გორგოძემ – სამიდან ერთი.