ეკატერინე დგებუაძე - საგაზაფხულო არდადეგებიდან საკლასო ოთახებში დაბრუნებულ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს უსაფრთხო სასწავლო გარემო დახვდება
ეკატერინე დგებუაძე - საგაზაფხულო არდადეგებიდან საკლასო ოთახებში დაბრუნებულ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს უსაფრთხო სასწავლო გარემო დახვდება

საგაზაფხულო არდადეგებიდან საკლასო ოთახებში დაბრუნებულ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს უსაფრთხო სასწავლო გარემო დახვდება, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.

„სწავლის განახლების წინ, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით სკოლებში მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო სისტემური ტესტირება ჩატარდა.

სკოლები სრულად არის აღჭურვილი სადეზინფექციო ხსნარებითა და ყველა საჭირო ინვენტარით. მშობლებს კვლავ ექნებათ დისტანციური სწავლების ფორმატის არჩევის შესაძლებლობა. 15 მარტიდან მუშაობას ასევე განაახლებენ სკოლებთან არსებული სახელოვნებო და სპორტული წრეები“,- განაცხადა დგებუაძემ.