ეკატერინე დგებუაძე - განათლების სამინისტრომ მშობლებსა და მოსწავლეებს სწავლის შერეული მოდელი შესთავაზა, დღეისთვის, სკოლებში საგანმანათლებლო პროცესი სწორედ ამ ფორმატით მიმდინარეობს
ეკატერინე დგებუაძე - განათლების სამინისტრომ მშობლებსა და მოსწავლეებს სწავლის შერეული მოდელი შესთავაზა, დღეისთვის, სკოლებში საგანმანათლებლო პროცესი სწორედ ამ ფორმატით მიმდინარეობს

განათლების სამინისტრომ მშობლებსა და მოსწავლეებს სწავლის შერეული მოდელი შესთავაზა, დღეისთვის, სკოლებში საგანმანათლებლო პროცესი სწორედ ამ ფორმატით მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.

ამასთან, დგებუაძის თქმით, ყველა საჯარო სკოლაში აქტიური მონიტორინგი მიმდინარეობს, რამდენად არის დაცული ჰიგიენის წესები და ის რეკომენდაციები, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს.

„ყველა საჯარო სკოლა არის აღჭურვილი შესაბამისი ჰიგიენური საშუალებებით. სკოლებში ყოველდღიურად მიმდინარეობს მონიტორინგი, დღესაც ვიმყოფებოდით რამდენიმე სკოლაში. წესებს მკაცრად იცავენ სკოლების ადმინისტრაციები. ყოველდღიურად მიმდინარეობს მონიტორინგი, რამდენად იცავს თითოეული მოსწავლე, მასწავლებელი, ადმინისტრაციისა თუ ტექნიკური პერსონალის წარმომადგენელი აღნიშნულ წესებს. გარდა ამისა, განათლების სამინისტრომ მშობლებსა და მოსწავლეებს შესთავაზა შერეული მოდელი. იმ მშობლებს, რომლებსაც აქვთ შიში მოსწავლის სკოლაში გაშვების, დისტანციური ფორმით სთავაზობს განათლების მიღებას. მშობლებს ან სკოლის ადმინისტრაციას შეუძლია დაარეგისტრიროს მოსწავლე და ის გადავა დისტანციურ სწავლებაზე. ასე ვთქვათ, სკოლებში საგანმანათლებლო პროცესი შერეული ფორმატით მიმდინარეობს. სკოლებში ინფიცირების შემთხვევები არის, ინფორმაცია ყოველ წუთს განახლებადია. ჩვენგან დროულად ხდება რეაგირება და გადაწვეტილებები მიიღება ორი მიმართულებით – ერთია, როდესაც სკოლა გადადის სრულად დისტანციურ სწავლებაზე და მეორე, როდესაც საკლასო ოთახი გადადის დისტანციურზე“, – განაცხადა დგებუაძემ.