ეკატერინე ტიკარაძე - ქვეყანაში ყველაფერი კეთდება, რათა კორონავირუსის შემოტანის პრევენცია მოვახდინოთ
ეკატერინე ტიკარაძე - ქვეყანაში ყველაფერი კეთდება, რათა კორონავირუსის შემოტანის პრევენცია მოვახდინოთ

ქვეყანაში ყველაფერი კეთდება, რათა მოვახდინოთ კორონავირუსის შემოტანის პრევენცია, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

ტიკარაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ინფექცია მაინც დაფიქსირდა, ქვეყანა მზად არის, პაციენტებს სწრაფი და ხარისხიანი გადაუდებელი დახმარება გაუწიოს.

„მინდა, საჯაროდ გადავუხადო მადლობა სამედიცინო პერსონალს, ეპიდემოლოგების მთელ გუნდს, ლუგარის ლაბორატორიის, ასევე დაავადებათა კონტროლის სამსახურის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს თავდაუზოგავი შრომისა და აქტიური თანამშრომლობისთვის. მოგეხსენებათ, დღეიდან დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, კერძოდ კი ლუგარის ლაბორატორიას  ვირუსის იდენტიფიცირება/დიაგნოსტირების საშუალება აქვს“, – აღნიშნა მინისტრმა.