ეკა სეფაშვილი - შოლცისა და ღარიბაშვილის შეხვედრა ძალიან კარგი სიგნალია, რომ ევროკავშირის ერთ-ერთ წამყვან ქვეყანას სურს, პირველი წყაროსგან მოისმინოს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც აინტერესებს
ეკა სეფაშვილი - შოლცისა და ღარიბაშვილის შეხვედრა ძალიან კარგი სიგნალია, რომ ევროკავშირის ერთ-ერთ წამყვან ქვეყანას სურს, პირველი წყაროსგან მოისმინოს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც აინტერესებს

„ხალხის ძალის“ წევრის, ეკა სეფაშვილის განცხადებით, ოლაფ შოლცისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა კარგი სიგნალია.

მისი თქმით, აღნიშნული შეხვედრა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხში დაეხმარება.

„შოლცისა და ღარიბაშვილის შეხვედრა ძალიან კარგი სიგნალია, რომ ევროკავშირის ერთ-ერთ წამყვან ქვეყანას სურს პირისპირ და პირველი წყაროსგან მოისმინოს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მას აინტერესებს. რა თქმა უნდა, ეს საქართველოს დაეხმარება იმაში, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირმა მიიღოს დადებითი პოლიტიკური გადაწყვეტილება“, – განაცხადა სეფაშვილმა.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს 9 ივნისს შეხვდება. შესაბამის ინფორმაციას კანცლერის ოფისი ავრცელებს.