ეკა სეფაშვილი - საქართველოს არჩევანი არის დამოუკიდებლობა, ღირებულებები, დასავლურ ცივილიზაციასთან ერთობა და ინტეგრაცია
ეკა სეფაშვილი - საქართველოს არჩევანი არის დამოუკიდებლობა, ღირებულებები, დასავლურ ცივილიზაციასთან ერთობა და ინტეგრაცია

თქვენი რუსული და ქვეყნის საწინააღმდეგო საქმეები არის საპირწონე იმ ჩვენი რეალური ღირებულებების დაცვისა და ევროპული ინტეგრაციისაკენ გადადგმული ნაბიჯებისა, რომლის შესახებაც რეალურ პასუხს, მეცხრეჯერ უკვე, ამ წლის ოქტომბერში მიიღებთ. ეს იქნება მეცხრედ, როდესაც დამარცხდებით სასტიკად და ქართველი ხალხი გაგცემთ ღირსეულ პასუხს. ქართველი ხალხი დააფიქსირებს იმ არჩევანს, რომელიც რეალურად უნდა, – ამის შესახებ „ხალხის ძალა“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა ოპოზიციის მისამართით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს არჩევანი არის დამოუკიდებლობა, ღირებულებები, დასავლურ ცივილიზაციასთან ერთობა და ინტეგრაცია.

როგორც ეკა სეფაშვილმა აღნიშნა, გუშინ გამართულმა აქციამ ცხადად აჩვენა, რომ მამული, ენა და სარწმუნოება არის უპირველესი ღირებულებები და მათი დაცვისთვის ხალხი არც შორი გზიდან ჩამოსვლას უშინდება და არც საკუთარი პოზიციის უშიშრად დაფიქსირებას.

„მე მესმის დღეს ჩვენი ვითომდა ოპოზიციის, სინამდვილეში ხალხის და ქვეყნის მოღალატე რადიკალური ძალების წარმომადგენლების ეს სასოწარკვეთილი გოდება დღევანდელ პოლიტიკურ განცხადებებში, როგორი გულშეძრული და დამწუხრებული არიან გუშინდელი ჩვენი და იმ ხალხის ერთობით, რომელმაც ნათლად დაგვანახა, რომ საქართველოში ერთობა, ჩვენი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა ხალხისთვის ძვირფასია. თქვენთვის თავზარდამცემი იყო ხალხის ერთობის დანახვა იმ ფონზე, როდესაც თქვენ მხოლოდ უმცირესობის გამოყვანას ახერხებთ მიტინგებზე და ის უმცირესობაც ისეთია, რომელსაც სიმართლეს უმალავთ, ან ისეთი, რომლებიც მხოლოდ თავიანთი „შავი ფულის“ დაცვას ცდილობენ და სხვას არაფერს“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.