ეკა სეფაშვილი OECD-ის გლობალური საპარლამენტო ქსელის შეხვედრაზე - აუცილებელია საერთაშორისო სტანდარტების შექმნა, რათა ნებისმიერმა ქვეყანამ შეძლოს უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავება
ეკა სეფაშვილი OECD-ის გლობალური საპარლამენტო ქსელის შეხვედრაზე - აუცილებელია საერთაშორისო სტანდარტების შექმნა, რათა ნებისმიერმა ქვეყანამ შეძლოს უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავება

აუცილებელია საერთაშორისო სტანდარტების შექმნა, საერთო მიდგომების შემუშავება, რათა ნებისმიერმა ქვეყანამ შეძლოს უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, პოლიტიკური მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა OECD-ის გლობალური საპარლამენტო ქსელის შეხვედრაზე განაცხადა.

OECD-ის გლობალური საპარლამენტო ქსელის შეხვედრის მეორე დღე დემოკრატიის გაძლიერების საკითხებზე მსჯელობას დაეთმო.

განხილვის საკითხები იყო პოლიტიკური პარტიების გამჭვირვალობის სტანდარტები, უცხოური ძალის არასათანადო გავლენის წინააღმდეგ ბრძოლა, დეზინფორმაციული კამპანიები, საზოგადოებრივი აზრის მანიპულაცია და ა.შ.

ეკა სეფაშვილმა თავის გამოსვლაში ისაუბრა მოქალაქეების ინფორმირებულობის შესახებ, რომელიც გადამწყვეტია მონაწილეობითი დემოკრატიის განვითარებისთვის. მან ასევე ვრცლად მიმოიხილა ის მოვლენები, რომლებიც გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების მცდელობასა და რადიკალური ოპოზიციის მიერ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიას მოჰყვა.

ამასთან, სეფაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია საერთაშორისო სტანდარტების შექმნა და საერთო მიდგომების შემუშავება, რათა ნებისმიერმა ქვეყანამ შეძლოს უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავება და მონაწილეობითი დემოკრატიის განმტკიცება.

გლობალურ საპარლამენტო ასამბლეაში 31 ქვეყნის 125 წარმომადგენელი მონაწილეობდა.