ეკა სეფაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ვიზიტები კვიპროსში მოწმობს, რომ ძირითადი დამფუძნებელი და ბიუჯეტის მძარცველი კეზერაშვილი არის მათი არაფორმალური ლიდერი
ეკა სეფაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ვიზიტები კვიპროსში მოწმობს, რომ ძირითადი დამფუძნებელი და ბიუჯეტის მძარცველი კეზერაშვილი არის მათი არაფორმალური ლიდერი

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ვიზიტები კვიპროსში მოწმობს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ, როგორც ჩანს, კეზერაშვილი ძირითადი დამფუძნებელი და ბიუჯეტის მძარცველი არის მათი არაფორმალური ლიდერი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

როგორც ეკა სეფაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით მიმდინარე გადაადგილება, საზოგადოებისთვის დიდად ინტერესის საგანს არ წარმოადგენს, რადგან ეს პოლიტიკური ძალა, ფაქტობრივად, პოლიტიკურად დასრულებულია.

„მე იმედი მაქვს, რომ 2024 წლისთვის საქართველოს პოლიტიკურ სარბიელზე გამოჩნდება ახალი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია, არგუმენტირებულად და კონსტრუქციულად იმსჯელოს ჩვენი ქვეყნის განვითარების საკითხებზე, ხელი შეუწყოს ქვეყნის განვითარებას, არა დესტრუქციას, სისხლიანი რევოლუციების მოწყობას და, საბოლოო ჯამში, ყველაფრის იმისაკენ წარმართვას, რომ ქვეყანა ჩაეფლოს ომში. ჩემი აზრით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რაც არ უნდა გააკეთოს, მათ ვეღარაფერი უშველის“, – განაცხადა სეფაშვილმა.