ეკა სეფაშვილი – მისასალმებელია, რომ პეტერ ფიშერის არადიპლომატიურ საქციელზე გერმანიაში კითხვებს სვამენ, საქართველოს მიმართ ორმაგ სტანდარტებს ბოლო უნდა მოეღოს

15:20, 19.10.2025

„ხალხის ძალის“ წევრის, ეკა სეფაშვილის განცხადებით, მისასალმებელია, რომ საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის ქმედებებთან დაკავშირებით გერმანიაში კითხვები აქვთ.

ეკა სეფაშვილის თქმით, საქართველოს მიმართ ორმაგი სტანდარტები უნდა დასრულდეს.

„მისასალმებელია, რომ გერმანიაში დემოკრატიული აზრი კვლავ ძლიერია და პეტერ ფიშერის არადიპლომატიურ საქციელზე, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებისათვის მიუღებელი უნდა იყოს, კითხვებს სვამენ. კარგია, რომ ხელისუფლებისადმი გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიისა და გერმანელი პარლამენტარის მხრიდან ეს კითხვები დაისვა. საქართველოს მიმართ ორმაგ სტანდარტებს ბოლო უნდა მოეღოს. უნდა შესრულდეს როგორც საერთაშორისო, ისე ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობა“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვია.

ამასთან, პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პეტერ ფიშერთან დაკავშირებით გერმანიის მთავრობას კითხვებით მიმართა.

მსგავსი