ეკა სეფაშვილი - ხაბეიშვილის განცხადება თავის გადარჩენის მცდელობად მიმაჩნია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მნიშვნელოვნად დაკარგა ნდობა საკუთარ ამომრჩეველში, რადგან გამუდმებით იტყუებიან
ეკა სეფაშვილი - ხაბეიშვილის განცხადება თავის გადარჩენის მცდელობად მიმაჩნია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მნიშვნელოვნად დაკარგა ნდობა საკუთარ ამომრჩეველში, რადგან გამუდმებით იტყუებიან

ხაბეიშვილის განცხადება თავის გადარჩენის მცდელობად მიმაჩნია, რადგან „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მნიშვნელოვნად დაკარგა ნდობა საკუთარ ამომრჩეველში, ვინაიდან გამუდმებით იტყუებიან და დესტრუქციული პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

სეფაშვილი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის იმ განცხადებას, სადაც ხაბეიშვილი აღნიშნავს: „ივანიშვილის დამარცხების მთავარი გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ. მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით ამ გასაღების გადამრავლებაში, რომ 5-7 პროცენტი მიიღონ, რათა ხვალ, ზეგ იყოს კოალიციური მთავრობა“.

ეკა სეფაშვილის თქმით, ერთად ყოფნაზე მოწოდება ცოტა ზედმეტად მიაჩნია, რადგან მათ ისედაც ერთი ნარატივი აქვთ.

„როდესაც დგება ნებისმიერი საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარებისა და საქართველოს მომავლისთვის, სხვადასხვა პატარა პოლიტიკური პარტია, ვითომ რომ დამოუკიდებლობას თამაშობს, იმ წამსვე მის ირგვლივ ერთიანდება, ერთი ნარატივი აქვთ. ასე რომ, მაინც ერთნი არიან და რა საჭიროა ეს მოწოდება, ვერ ვხვდები“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.