ეკა სეფაშვილი - გონჩარენკოს განცხადება იმ სერიიდანაა, რომელიც საქართველოში არეულობის შემოტანას გულისხმობს
ეკა სეფაშვილი - გონჩარენკოს განცხადება იმ სერიიდანაა, რომელიც საქართველოში არეულობის შემოტანას გულისხმობს

ეს იმ სერიიდან არის, რომელიც საქართველოში არეულობის შემოტანას გულისხმობს, – ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი უკრაინის რადას წევრის, ალექსეი გონჩარენკოს განცხადებას.

გონჩარენკომ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება უკრაინას არ დაეხმარა და იარაღი არ გაუგზავნა.

სეფაშვილის თქმით, აღნიშნული განცხადებები ემსახურება მიზანს, მოახდინოს პროვოცირება ისეთი ნაბიჯის, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საქართველოს მშვიდობიან პოლიტიკას.

„არაერთხელ გაგვიმეორებია და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ საქართველოს მთავრობა, აღმასრულებელი ხელისუფლება არასდროს დაუშვებს ისეთ მოქმედებას, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად აღიქმება, როგორც საქართველოს ომში ჩართვის მცდელობა. შესაბამისად, მათი ეს განცხადებები არაფერს ემსახურება, გარდა იმისა, რომ მოახდინოს პროვოცირება ისეთი ნაბიჯის, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საქართველოს მშვიდობიან პოლიტიკას და იმ სტაბილურობას, რომელიც დღეს არსებობს საქართველოში, ზოგადად, რეგიონში“, – განაცხადა სეფაშვილმა.