ეკა სეფაშვილი - ევროსაბჭოს რეზოლუციაში ჩანაწერი ნათლად მიუთითებს, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი რუსეთის აგრესიისა და უხეშად ირღვევა საერთაშორისო სამართლის ნორმები
ეკა სეფაშვილი - ევროსაბჭოს რეზოლუციაში ჩანაწერი ნათლად მიუთითებს, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი რუსეთის აგრესიისა და უხეშად ირღვევა საერთაშორისო სამართლის ნორმები

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის, ეკა სეფაშვილის განცხადებით, რეიკიავიკის სამიტთან დაკავშირებულ რეზოლუციაში საქართველოს ინიციატივით არსებული ჩანაწერი ნათლად მიუთითებს, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი რუსეთის აგრესიისა და უხეშად ირღვევა საერთაშორისო მასშტაბით საერთაშორისო სამართლის ნორმები.

„რეზოლუციის ის დამატება, რომელიც საქართველოს ინიციატივით იყო ჩამატებული, ძალიან მნიშვნელოვანია. მთელ მსოფლიოს ჩვენ შევახსენეთ, რომ 2008 წელს აგრესია საქართველოს წინააღმდეგ განხორციელდა და ეს იყო სწორედ დასაწყისი იმ გლობალური ცვლილებებისა, რასაც დღესდღეობით ევროპა და მთელი მსოფლიო იმკის რუსეთისა და უკრაინის სამხედრო ომის პირობებში. ეს ჩანაწერი ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი რუსეთის აგრესიისა და უხეშად ირღვევა საერთაშორისო მასშტაბით საერთაშორისო სამართლის ნორმები, ადამიანის უფლებების დარღვევა ხდება ყოველდღიურად, რასაც საერთაშორისო საზოგადოებამ შესაბამისი ყურადღება უნდა მიაქციოს.

ეს ცვლილებები სესიაზეც იქნა მიღებული. ეს არის ევროპის საბჭოს მიერ ინიცირებული გზავნილი, რომელიც გაეგზავნება მთავრობების მეთაურებს და ეს განსაზღვრავს მომავალი განვითარების ძირითად ტენდეციებს. ეს არის სწორედ ის გზავნილი, რომელიც საქართველომ გააჟღერა“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.