ეკა სეფაშვილი – ევროპარლამენტის რეზოლუციებში, ტყუილის და საქართველოსთვის საზიანო მოწოდებების გარდა, არაფერი წერია, ასეთ რეზოლუციებს მოსახლეობზე გავლენა აღარ აქვს

17:38, 09.07.2025

ევროპარლამენტის სამარცხვინო რეზოლუციები უკვე აღარ გვიკვირს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობამ უკვე დაინახა, რომ ამ რეზოლუციებში ტყუილისა და საქართველოსთვის საზიანო მოწოდებების მეტი არაფერი წერია, ამიტომ მათ გავლენა და ძალა დაკარგეს.

„ევროპარლამენტის სამარცხვინო რეზოლუციები უკვე აღარ გვიკვირს, თუმცა ერთი ნიშანდობლივი ტენდენცია გამოიკვეთა, რაც უფრო მეტ უაზრო, ტყუილზე დაფუძნებულ რეზოლუციას იღებენ, მით მეტად აკლდება მათ რეზოლუციებს ძალა, გავლენა და სიმწვავე. პირველი რეზოლუცია საქართველოს მოსახლეობამ, რა თქმა უნდა, ძალიან მწვავედ განიცადა, თუმცა მას შემდეგ, რაც კარგად გაიაზრეს, რომ ასეთ რეზოლუციებში ტყუილის და საქართველოსთვის საზიანო მოწოდებების მეტი არაფერი წერია, მსგავსი ტიპის რეზოლუციებს აღარავითარი გავლენა აქვს მათზე“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

მსგავსი