ეკა სეფაშვილი - ელენე ხოშტარია რუსეთიდან ჰონორარებს იღებს, ხოლო გიორგი ვაშაძე ბინას რუსეთის მოქალაქეზე აქირავებს, ჩუმად აკეთებენ იმას, რის გამოც სხვებს ამუნათებენ
ეკა სეფაშვილი - ელენე ხოშტარია რუსეთიდან ჰონორარებს იღებს, ხოლო გიორგი ვაშაძე ბინას რუსეთის მოქალაქეზე აქირავებს, ჩუმად აკეთებენ იმას, რის გამოც სხვებს ამუნათებენ

ელენე ხოშტარია რუსეთიდან ჰონორარებს იღებს, ხოლო გიორგი ვაშაძე ბინას რუსეთის მოქალაქეზე აქირავებს, ჩუმად აკეთებენ იმას, რის გამოც სხვებს ამუნათებენ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

სეფაშვილის თქმით, მათ იმედი აქვთ, რომ ეს ყველაფერი არ გამჟღავნდება.

„მასმედიის სხვადასხვა საშუალებით ისინი საზოგადოების ნებისმიერ წევრს ამუნათებენ და ამბობენ, რომ ყველაფერი რუსული საშინელებაა, მიუღებელია, რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები უნდა ჩავკეტოთ, რუსული არაფერი არ უნდა მოგვწონდეს და ა.შ. მეორე მხრივ, ელენე ხოშტარია, გაურკვეველი დანიშნულებით, რუსეთიდან ძალიან მსხვილ შემოწირულობებსა და ჰონორარებს იღებს და გიორგი ვაშაძე ბინას რუსეთის მოქალაქეზე აქირავებს. რა თქმა უნდა, მათ ათასი გამართლება შეიძლება, მოუძებნონ თავიანთ საქციელს, მაგრამ ფაქტია, რომ რის გამოც სხვებს ამუნათებენ, თავად ჩუმად, მალულად აკეთებენ და რატომღაც იმედი აქვთ, რომ ეს ყველაფერი არ გამჟღავნდება“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.