ეკა სეფაშვილი - დამოუკიდებელ სასამართლოში ჩარევა არის სრული ნონსენსი, ეს არ არის სახელმწიფოებრიობის განვითარების მაღალი დონის მაჩვენებელი
ეკა სეფაშვილი - დამოუკიდებელ სასამართლოში ჩარევა არის სრული ნონსენსი, ეს არ არის სახელმწიფოებრიობის განვითარების მაღალი დონის მაჩვენებელი

დამოუკიდებელ სასამართლოში ჩარევა და ხელის წმენდა არის სრული ნონსენსი. ეს არ არის სახელმწიფოებრიობის განვითარების მაღალი დონის მაჩვენებელი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

სეფაშვილმა კომენტარი გააკეთა სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით ოპოზიციის ინიციატივაზე, რომლის შექმნის საკითხზე კენჭისყრა კვორუმის არარსებობის გამო ვერც დღეს შედგა.

„კომისია რომც შეიქმნას, პრობლემა ვითომ, რასაც ისინი ასახელებდნენ და მათ ახსნა-განმარტების ბარათში უწერიათ, რომ უნდა ჩაატარონ დამოუკიდებელ სასამართლოში წმენდა, ძალიან ნაკლებად სავარაუდოდ მეჩვენება. დამოუკიდებელ სასამართლოში ჩარევა და ხელის წმენდა არის სრული ნონსენსი. ეს არ არის სახელმწიფოებრიობის განვითარების მაღალი დონის მაჩვენებელი. ისინი არ ებრძვიან რაიმე კონკრეტულ პრობლემას, მათ მიიღეს დავალება, მე როგორც ვხედავ და ახლა პირწმინდად და პირნათლად ცდილობენ დავალების შესრულებას, ჩრდილი მიაყენონ საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლოს, საერთო ჯამში, ჩრდილი მიაყენონ თვითონ მთლიანად სახელმწიფოს და ხელი შეუშალონ ევროინტეგრაციის პროცესს. ეს არის მათი მიზანი და მათი ძირითადი ამოცანა.

გლობალური ომის პარტიისაგან მიიღეს ეს დავალება, როგორც ადრე სხვა დავალებები. მათ არ უნდათ ახლა არც საქართველოს ევროინტეგრაცია, არც საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცება და არ უნდათ არც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა. სწორედ ამისკენაა მიმართული მათი ეს მცდელობა, რომ ჩრდილი მიაყენონ ამ ყველაფერს და ხელი შეუშალონ საქართველოს განვითარებას“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.