ეკა კოტრიკაძე - ხშირად ისმის კითხვა, რით ვერ შეიქმნა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, ეს ასე მარტივად სათქმელი არ არის
ეკა კოტრიკაძე - ხშირად ისმის კითხვა, რით ვერ შეიქმნა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, ეს ასე მარტივად სათქმელი არ არის

ხშირად ისმის კითხვა, რით ვერ შეიქმნა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, მაგრამ ეს ასე მარტივად სათქმელი არ არის, – ამის შესახებ ბიოლოგიის და „ტელესკოლის“ პედაგოგმა, ეკა კოტრიკაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„საზოგადობას უნდა მივაწოდოთ სამეცნიერო დონეზე მიღებული ინფორმაცია. ამბავი რომ არის ატეხილი ვაქცინის შექმნაზე, საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, ეს ვაქცინა როგორ უნდა შეიქმნას, რომ ეს დროში გახანგრძლივებული პროცესია და ა.შ. შეიძლება, ამ ვაქცინის რამდენიმე ვარიანტი შეიქმნას, მაგრამ ამისთვის ჯერ ვირუსის გენეტიკა უნდა იქნას საფუძვლიანად შესწავლილი, ვაქცინა დასუსტებულ ვირუსზე დაფუძნებული უნდა იყოს, ანტისხეულებზე თუ გენურ ინჟინერიაზე. ეს გარკვეულ დროშია გაწერილი”, – განაცხადა კოტრიკაძემ.

მისი თქმით, გენურ ინჟინერიაზე დაფუძნებული ვაქცინა მეტად სახიფათოა და ხანგრძლივია, ხოლო რაც შეეხება ანტისხეულებზე თუ დასუსტებულ, მკვდარ ვირუსებზე დაფუძნებულ ვაქცინას, ამასაც დროში გამოცდა სჭირდება.

„ასე რომ, რით ვერ შეიქმნა ამ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, ასე მარტივად სათქმელი არ არის. იმიტომ, რომ ის კონკრეტულად ამ ვირუსის გენეტიკაზე უნდა იყოს მორგებული“, – განაცხადა ეკა კოტრიკაძემ.