ეკა ხერხეულიძე - სალომე ზურაბიშვილს თუ ეტყვიან, მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს, დაავიწყდება ის, რაც გუშინ კატეგორიული ტონით თქვა და შეიწყალებს
ეკა ხერხეულიძე - სალომე ზურაბიშვილს თუ ეტყვიან, მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს, დაავიწყდება ის, რაც გუშინ კატეგორიული ტონით თქვა და შეიწყალებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავის თავს არ ეკუთვნის, თუ მას ეტყვიან, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს, გუშინდელი კატეგორიული ტონი დაავიწყდება და შეიწყალებს.

როგორც ეკა ხერხეულიძემ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილს რასაც უკარნახებენ, ისე მოიქცევა.

„სალომე ზურაბიშვილის მიმართ კეთილი სურვილი არ მაქვს, რადგან ეს ადამიანი საკუთარ თავს არ ეკუთვნის. მისი გადაწყვეტილებებიც დამოუკიდებელი არასოდეს არ იქნება. მას რასაც უკარნახებენ, ისე მოიქცევა. არ მაქვს მოლოდინი, რომ ის როდესმე საღ აზრთან ახლოს იქნება. მისი მხრიდან არაფერი გამკვირვებია. მას თუ ეტყვიან, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს, რა თქმა უნდა, დაავიწყდება ის, რაც გუშინ კატეგორიული ტონით თქვა და შეიწყალებს“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ არ აპირებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას.

„ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია, არა და არასოდეს. პრეზიდენტი არც პოლიტიკური პატიმრობის და არც უდანაშაულობის მსხვერპლის არც ერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.