ეკა ხერხეულიძე - ელენე ხოშტარია არის ოთხი შვილის დედა და შიმშილობის აქცია არ არის მარტივი, ძალიან არ მინდა, ისეთივე სახიფათო რისკების წინაშე აღმოვჩნდეთ, როგორის წინაშეც დადგა სააკაშვილი
ეკა ხერხეულიძე - ელენე ხოშტარია არის ოთხი შვილის დედა და შიმშილობის აქცია არ არის მარტივი, ძალიან არ მინდა, ისეთივე სახიფათო რისკების წინაშე აღმოვჩნდეთ, როგორის წინაშეც დადგა სააკაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ეკა ხერხეულიძის განცხადებით, შიმშილობის აქცია მარტივი არ არის.

მისივე თქმით, არ სურს, ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის მსგავსად, სახიფათო რისკების წინაშე აღმოჩნდეს.

„ეს არის რისკებით სავსე გზა. ელენე ხოშტარია არის ახალგაზრდა ქალი, ოთხი შვილის დედა და შიმშილობის აქცია არ არის მარტივი. გვესმის, რასთან გვაქვს საქმე. შიმშილობა არ იქნება იოლი ხვალ და ზეგ, მომდევნო დღეები გართულდება. ძალიან არ მინდა, რომ რაიმე ისეთივე სახიფათო რისკების წინაშე აღმოვჩნდეთ, როგორის წინაშეც დადგა მიხეილ სააკაშვილი. არადა, მოთხოვნა ყველა ნორმალურ ქვეყანაში ადვილად გადასაწყვეტია“, – აღნიშნა ეკა ხერხეულიძემ.

ელენე ხოშტარიამ გუშინ განაცხადა, რომ პარლამენტის შენობაში შიმშილობას იწყებს და მხოლოდ წყალს მიიღებს. მისივე თქმით, მანამდე იშიმშილებს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.