ეკა გორგოძე ITF -ის ტურნირის მერვედფინალშია.
ქართველმა ჩოგბურთელმა საფრანგეთის ქალაქ სან-მალოში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირის პირველ წრეში ფრანგი ლუსი ვარნიე დაამარცხა.ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქეს სამ სეტში – 6:3 0:6 6:3 მოუგო.
ტურნირის შემდეგ ეტაპზე საქართველოს პირველი ჩოგანი კოლუმბიელ მარია ფერნანდა ერასოსა და უკრაინელ ანგელინა კალინინას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.