ეკა გიგაური - საარჩევნო ბარიერი რაც უფრო დაბალია, პოლიტიკურ პარტიებს მეტი საშუალება აქვთ, რომ კონკრეტულ სათათბირო ორგანოში შეაღწიონ
ეკა გიგაური - საარჩევნო ბარიერი რაც უფრო დაბალია, პოლიტიკურ პარტიებს მეტი საშუალება აქვთ, რომ კონკრეტულ სათათბირო ორგანოში შეაღწიონ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით, ქვეყანაში მცირე პარტიებს განვითარების შესაძლებლობა ნაკლები აქვთ, ამიტომ, რაც უფრო დაბალია ბარიერი, პოლიტიკურ პარტიებს მეტი საშუალება აქვთ, რომ კონკრეტულ სათათბირო ორგანოში შეაღწიონ.

„რაც უფრო დაბალია საარჩევნო ბაერიერი, პოლიტიკურ პარტიებს მეტი საშუალება აქვთ, რომ კონკრეტულ სათათბირო ორგანოში შეაღწიონ, რაც კარგია. თუმცა ეს ყველაფერი როგორ გაიწერება და როგორი იქნება ბარიერი, ამაზე მსჯელობა შეიძლება. ბარიერი რაც უფრო დაბალია, მით უკეთესია იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში მცირე პარტიებს განვითარების შესაძლებლობა ნაკლები აქვთ, როცა ისინი არიან სუსტები და პოლარიზებული გარემო გვაქვს. კარგია, თუ უფრო დაბალი საარჩევნო ბარიერი განიხილება“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

კითხვაზე: „ ამ შეთავაზებით ხელისუფლებას ოპოზიციაში განხეთქილება ხომ არ შეაქვს“, გიგაურმა განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი პოლიტიკური მოლაპარაკების საგანია.

„არ ვიცი, ეს პოლიტიკური მოლაპარაკებების საგანია. ნამდვილად არ ვიცი, რა ტაქტიკას და გზებს მიმართავენ მხარეები როგორც ოპოზიცია, ასევე მმართველი პარტია. არ ვიცი, რა დგას ამის უკან. შემიძლია, მხოლოდ იმაზე ვისაუბრო, რაც ინიცირებულია მას შემდეგ, რაც კანონპროექტს ვნახავ. ზოგადად, დაბალი საარჩევნო ბარიერი კარგია, ამას ვემხრობოდით როგორც საპარლამენტო არჩევნების დროს, ასევე ადგილობრივი არჩევნების დროს“, – აღნიშნა ეკა გიგაურმა.