ეკა გიგაური - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ნორმალურ ქვეყნებში მთავრობის ინტერესი არ უნდა იყოს, აუცილებელია სახალხო დამცველის რეკომენდაციების გათვალისწინება
ეკა გიგაური - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ნორმალურ ქვეყნებში მთავრობის ინტერესი არ უნდა იყოს, აუცილებელია სახალხო დამცველის რეკომენდაციების გათვალისწინება

ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ნორმალურ ქვეყნებში მთავრობის ინტერესი არ უნდა იყოს, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ თავმჯდომარე ეკა გიგაურმა განაცხადა.

როგორც ეკა გიგაურმა აღნიშნა, სახალხო დამცველმა სიღრმისეული კვლევა გააკეთა იმაზე, რა მოთხოვნები შეიძლება, ჰქონდეთ ექიმებს და შესაძლებელია, თუ არა მოთხოვნების უზრუნველყოფა იმ საავადმყოფოში, სადაც განთავსდება მიხეილ სააკაშვილი.

„საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო“ ზოგადად არ მუშაობს პატიმრების უფლებების საკითხებზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ვიხელმძღვანელებ სახალხო დამცველის დასკვნით და მგონია, რომ რეკომენდაციები, რომელიც წარადგინა სახალხო დამცველმა, უნდა შესრულდეს. მან გააკეთა სიღრმისეული კვლევა, რა მოთხოვნები შეიძლება ჰქონდეთ ექიმებს, შეიძლება თუ არა ამ მოთხოვნების უზრუნველყოფა იმ საავადმყოფოში, სადაც იქნება განთავსებული მიხეილ სააკაშვილი. შესაბამისად, მისი გადაწყვეტილება ჩემთვის არის უფრო სანდო, რადგან აქ არ არის პოლიტიკური შემადგენელი და არ იყვნენ ჩართული პოლიტიკოსები. სხვა შემთხვევაში, როდესაც ვუსმენთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, აქ წინა ხაზზე არიან პოლიტიკოსები და ექიმების გადაწყვეტილებები არ არის უმთავრესი, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ და ეს არ არის სწორი. გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ ექიმებმა და პროფესიონალებმა. ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ნორმალურ ქვეყნებში მთავრობის ინტერესი არ უნდა იყოს. ჩვენ შემთხვევაში, როგორც ჩანს, მათი ინტერესი ეს არის, რადგან გვესმის განცხადებები, ეს ცალსახად არ არის სწორი და უნდა შესრულდეს სახალხო დამცველის რეკომენდაციები“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

დატოვე კომენტარი