ეკა გიგაური - პრეზიდენტის წამოწყებული პროცესი თუ არ დაეხმარება დღევანდელ პროცესებს, მაშინ ჩემი და „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ როლი აქ არ იქნება წარმოდგენილი
ეკა გიგაური - პრეზიდენტის წამოწყებული პროცესი თუ არ დაეხმარება დღევანდელ პროცესებს, მაშინ ჩემი და „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ როლი აქ არ იქნება წარმოდგენილი

ძალიან მნიშვნელოვანია, პრეზიდენტთან შეხვედრებმა რაიმე წვლილი შეიტანოს დღევანდელი პრობლემების გადაჭრაში, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც გიგაურმა აღნიშნა, ქვეყანა სერიოზული პრობლემების წინაშე დგას.

„ჩვენ გვაქვს პრობლემები დემოკრატიის, გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით. მართლმსაჯულების სისტემაში არის ძალიან ბევრი პრობლემა, ადამიანები ცხოვრობენ სიღარიბეში. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, იყვნენ პოლიტიკოსები, რომლებიც ზეპარტიულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, გამოვლენ კონკრეტული ინიციატივებით, რომლებიც დღევანდელ პრობლემებს მოაგვარებს ან მცდელობა იქნება, მოგვარდეს. მნიშვნელოვანია წარსულის შეფასება, ესეც არის პროცესი, მაგრამ თუ ეს პროცესი არ დაეთანხმება დღევანდელ პროცესებს, მაშინ ვფიქრობ, რომ ჩემი და „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ როლი აქ არ იქნება წარმოდგენილი, რადგან დღეს რა გამოწვევების წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა, ზუსტად ამაზე უნდა ვისაუბროთ“, – განაცხადა გიგაურმა.