ეკა დგებუაძე - სკოლას ეძლევა სრული თავისუფლება სასწავლო პროცესი საჭიროებისამებრ დააორგანიზოს
ეკა დგებუაძე - სკოლას ეძლევა სრული თავისუფლება სასწავლო პროცესი საჭიროებისამებრ დააორგანიზოს

სკოლას ეძლევა სრული თავისუფლება დააორგანიზოს სასწავლო პროცესი იმის მიხედვით, თუ რა საჭიროება აქვს სკოლას და როგორი ინფრასტრუქტურული მდგომარეობა, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.

როგორც ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, ისე უნდა დაორგანიზდეს საგაკვეთილო პროცესი, რომ არ მოხდეს მასწავლებლებისთვის ორმაგი შრომა.

„თუ გამონაკლისი იარსებებს და სკოლაში ვერ მოხერხდება მსგავსი მოდელის ორგანიზება, რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში განათლების სამინისტრო ამ ნაწილსაც განიხილავს. ჯერ არ დგას დღის წესრიგში, რადგან ჩვენთან, სამინისტროში შემოდის სკოლის მიერ დაორგანიზებული მოდელები. ჩვენ ამას განვიხილავთ. ჯერ ეს დღის წესრიგში არ დამდგარა“, – განაცხადა ეკა დგებუაძემ.