ეკა დგებუაძე - საჯარო სკოლებისთვის იურიდიული დახმარების აღმოჩენის მიზნით, იურისტის პოზიცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებშია განსაზღვრული
ეკა დგებუაძე - საჯარო სკოლებისთვის იურიდიული დახმარების აღმოჩენის მიზნით, იურისტის პოზიცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებშია განსაზღვრული

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე განმარტავს, რომ საჯარო სკოლებისთვის სამართლებრივი დახმარების ეფექტურად განხორციელების მიზნით, იურისტის პოზიცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებშია განსაზღვრული.

„სისტემა მუშაობს შემდეგნაირად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ყველა ტერიტორიულ ორგანოში, ანუ საგანმანათლებლო რესურსცენტრებში განსაზღვრულია იურისტის პოზიცია, რომელიც უზრუნველყოფს საჯარო სკოლებისათვის სხვადასხვა სახის იურიდიული კონსულტაციის გაწევასა და სამართლებრივი დახმარების აღმოჩენას. იმ საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, სადაც ამ ეტაპზე არ არიან დასაქმებულები იურისტები, აღნიშნულ ფუნქციას ახორციელებენ სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს თანამშრომლები“, – განაცხადა ეკა დგებუაძემ დასმული კითხვის საპასუხოდ.