ეკა დგებუაძე - სადეზინფექციო სამუშაოები საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში მიმდინარეობს, ვიმედოვნებთ, ჩვენს რეკომენდაციას კერძო სკოლებიც გაითვალისწინებენ
ეკა დგებუაძე - სადეზინფექციო სამუშაოები საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში მიმდინარეობს, ვიმედოვნებთ, ჩვენს რეკომენდაციას კერძო სკოლებიც გაითვალისწინებენ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში კორონავირუსის წინააღმდეგ მიმდინარე სადეზინფექციო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს გაეცნო.

მისი თქმით, კოროვირუსთან დაკავშირებით სადეზინფექციო სამუშაოები საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლაში ტარდება.

ეკა დგებუაძის განცხადებით, სკოლაში სანიტარული პროცესი ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს.

ეკა დგებუაძის განმარტებით, დასუფთავების შესახებ დავალება კერძო სკოლებსაც აქვთ მიღებული.

„განათლების სამინისტრო ვთანამშრომლობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან და დაავადების კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს ინფორმაციის გაცვლა, რეკომენდაციებს ვიღებთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან, გვაქვს რეკომენდაციების გარკვეული პაკეტი. ასევე განათლების მინისტრის ბრძანებით, შეიქმნა სარეკომენდაციო დოკუმენტი. დეზინფექციის პროცესი მიმდინარეობს არა მარტო თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, არამედ საქართველოს ყველა სკოლაში არსებობს გარკვეული ინსტრუქციები არა მხოლოდ დეზინფექციასთან დაკავშირებით, არამედ ყოველდღიურად როგორ უნდა მოხდეს სკოლის დასუფთავება სველი წესით და განიავება. არსებობს სკოლები, რომლებსაც აქვთ ცენტრალური გაყვანილობა და მილებით აწვდიან სკოლებს ცენტრალურ წყალს. არსებობს სკოლები, რომლებსაც არ გააჩნიათ ცენტრალური წყლის გაყვანილობა და არის შესაბამისი ინსტრუქციები. ყველანაირი ტიპის ინსტრუქცია არსებობს, ასევე აღჭურვილობები, რომლებიც უნდა ჰქონდეს სკოლას მოვლა-პატრონობის პროცესში, თუ რა სახის ხსნარები უნდა იყოს გამოყენებული. ამ ეტაპისთვის ყველა სკოლაში მიდის სიღრმისეული დეზინფექციის პროცესი. როდესაც სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება, მიჰყვებიან იმ ინსტრუქციებს, რომლებიც დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა საჯარო სკოლებისთვის მოამზადა. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, ჩვენ რეკომენდაციას გაითვალისწინებენ კერძო სკოლები და იგივე პრინციპით მოახდენენ დასუფთავებას. კერძო სკოლებსაც ევალებათ მსგავსი ტიპის დეზინფექციის ჩატარება და იმედს ვიტოვებთ, ჩვენ რეკომენდაციას გაითვალისწინებენ კერძო სკოლები და იგივე პრინციპით დაასუფთავებენ“, – განაცხადა ეკა დგებუაძემ.

მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე არდადეგების გადავადების საჭიროება არ არსებობს.

„ამ ეტაპზე ჩვენ ვერ ვხედავთ მიზეზს, რომ გადავავადოთ არდაგეგები. ველოდებით როგორ განვითარდება ქვეყანაში მოვლენები. ჩვენც, რა თქმა უნდა, მივყვებით ინსტრუქციას, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო  განათლების სამინისტროს მოაწვდის“, – განაცხადა ეკა დგებუაძემ.

ეკა დგებუაძე ასევე რეკომენდაციით მიმართავს სახელოვნებო სასწავლებლებს, ღონისძიებები გადადონ.

დატოვე კომენტარი